ნგოლო კანტე
Aa
Aa

ბარსელონა კანტეს შეძენას გეგმავს - კლუბში ამაზე თანხმდებიან

სეზონის დასრულების შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში „ბარსელონას“ უდიდესი ალბათობით სერხიო ბუსკეტსი დატოვებს, კლუბი კი მისი შემცვლელის ძიებაშია.

„ბლაუგრანაში“ საყრდენის პოზიციაზე გასაძლიერებლად რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუმცა დიდხნიანი მსჯელობისა და კანდიდატების შერჩევის შედეგად, კლუბში თვლიან, რომ ბუსკეტსის შესაბამისი დონის შემცვლელი არც რუბენ ნევეში, არც სუბიმენდი, არც ჟორჟინიო და არც სხვა ვინმეა, ვინც მათ სიაში იმყოფებოდა.

Relovo-ს ცნობით, კლუბის მმართველთა უმრავლესობა და სამწვრთნელო შტაბი ერთ აზრზე არიან და ნგოლო კანტეს კანდიდატურას განიხილავენ, რომელსაც „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება. 31 წლის ფრანგი თავისუფალი აგენტი ხდება და „ბარსა“ მას უფასოდ დაიმატებს.

კატალონიელებს კანტეს იანვარში იაფად გაფორმების ვარიანტიც აქვთ, რომელსაც კლუბი განიხილავს.

ამ მომენტისთვის მთავარია კანტემ „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტი არ გააფორმოს და ვითარება არ გართულდეს. სხვა შემთხვევაში „ბარსას“ ნგოლოს დამატების კარგი შესაძლებლობა ექნება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად კანტე ტრავმირებულია და ის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუფონი ნაპოლის შესახებ: ეს ფორმა თუ შეინარჩუნეს, კონკურენციას ვერავინ გაუწევს
ბუფონი ნაპოლის შესახებ: ეს ფორმა თუ შეინარჩუნეს, კონკურენციას ვერავინ გაუწევს