კრიშტიანუ რონალდუ, პოლ სქოულზი
Aa
Aa

სქოულზი: „ფერგი ამას არ იზამდა, რონალდუ მატჩის ბოლოს არ უნდა შეიყვანო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა „ტოტენჰემთან“ გამართული მატჩი გაიხსენა და კრიშტიანუ რონალდუს ქმედებებზე ისაუბრა. პორტუგალიელმა ცვლილებაზე შესვლაზე უარი განაცხადა და სქოულზის აზრით, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი იგივე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, რაც ერიკ ტენ ჰაგმა მიიღო.

„მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გამოცდილება უნდა აჩვენოს, როცა სათადარიგოთა სკამს უყურებს და საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე, რონალდუს მოედანზე გასვლას სთხოვს. ბევრი ამბობს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი წყობიდან გამოვიდოდა, მაგრამ პირადად მე, ასე არ ვფიქრობ. როცა შენი გუნდი კომფორტული ანგარიშით იგებს და შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთია დარჩენილი, თამაშის საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელს უნდა მისცე, რათა მან სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს და ცოტა გაირბინოს“.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემთან“ განვითარებული მოვლენების შემდეგ, რონალდუს გუნდთან ერთად ვარჯიში აეკრძალა და „ჩელსისთან“ მატჩში, განაცხადს მიღმა დარჩა. სასჯელი რამდენიმე დღეს გაგრძელდა და პორტუგალიელი გუნდს „შერიფთან“ გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდა, რომელშიც გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები ერიკ ტენ ჰაგის მხრიდან კრიშტიანუ რონალდუს მიმართ დაკისრებული სასჯელის გამო აღფრთოვანებული იყვნენ. კლუბთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ტენ ჰაგის საქციელმა მოთამაშეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამავდროულად, შემთხვევის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რამდენჯერმე თქვა, რომ პორტუგალიელი გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება და განაცხადში დაბრუნების შანსიც ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც არ ელოდები“ - The New York Times-მა კვარაზე ისევ დაწერა
„ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც არ ელოდები“ - The New York Times-მა კვარაზე ისევ დაწერა