გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიას დაუკავშირდნენ - მამარდაშვილით პრემიერ ლიგის ორი კლუბი ინტერესდება

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით პრემიერ ლიგის ორი კლუბი ინტერესდება. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, TuttoMercatoWeb-ი ავრცელებს და იუწყება, რომ „ტოტენჰემის“ გარდა, რომელზეც აქამდეც იყო ცნობილი, „მამარდას“ საკუთარ რიგებში ხილვა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს.

TuttoMercatoWeb-ის მიხედვით, კლუბები „ღამურებს“ დაუკავშირდნენ და მამარდაშვილის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს, თუმცა რაიმე სახის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. როგორც მოგეხსენებათ, გიორგის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ იტალიურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „მესტალიელთა“ აზრით, მისი მინიმალური ღირებულება 25-30 მილიონი ევრო იქნება.

TuttoMercatoWeb-ი დასძენს, რომ უახლოეს თვეებში, „ღამურები“ ოფიციალურ წინადადებებს მიიღებენ და გიორგის შეეძლება, თავისი ოცნება აისრულოს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა. ამ წუთისთვის, „მანჩესტერი“ პრემიერ ლიგის ოთხეულს მიღმაა, „ტოტენჰემი“ კი მე-3 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „მამარდაზე“ El Nacional-მა დაწერა და განაცხადა, რომ „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო მის გაშვებას არც კი განიხილავს. ესპანური გამოცემის თქმით, მამარდაშვილი ხელშეუხებელია და იტალიელ სპეციალისტს ისიც კი არ სურს, რომ კლუბმა გიორგის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ხასიათი და მენტალიტეტი ვაჩვენეთ“ - კაშია და ვაისი მატჩის შემდეგ
“ხასიათი და მენტალიტეტი ვაჩვენეთ“ - კაშია და ვაისი მატჩის შემდეგ