დავიდ დე ხეა, ლუის ენრიკე
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი დე ხეას გარეშე - მანჩესტერის მეკარე 55-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე, დავიდ დე ხეა კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ესპანური პრესის ინფორმაციით, „ფურია როხას თავკაცმა“, ლუის ენრიკემ 55-კაციანი განაცხადი წარადგინა, საიდანაც კატარში წამსვლელი 26 ფეხბურთელი უნდა აარჩიოს და მათ შორის დე ხეა არაა.

AS-ის ცნობით, ენრიკემ 55 მოთამაშეს შორის, 5 გოლკიპერი დაასახელა, მაგრამ დე ხეა ხუთეულში ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, „ფურია როხას“ თავკაცის რჩეულთა შორის უნაი სიმონი, რობერტ სანჩესი, დავიდ რაია, კეპა არისაბალაგა და დავიდ სორია არიან.

საინტერესოა, რომ AS-ის მიხედვით, კატარში სიმონი, სანჩესი და რაია წავლენ, კეპა და სორია კი მუნდიალს მიღმა დარჩებიან. ამ უკანასკნელს მიმდინარე სეზონში 2-ჯერ ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, ვიდრე დე ხეას, თუმცა როგორც ჩანს, ენრიკესთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

უცხოურ პრესაში იწერება, რომ ენრიკესა და დე ხეას შორის პირადი კონფლიქტია და „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ის სწორედ ამიტომ არ გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ჯგუფში კოსტა რიკასთან, გერმანიასთან და იაპონიასთან ერთადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება“ – Juvefc-იმ მამარდაშვილზე დაწერა
„ახლა სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება“ – Juvefc-იმ მამარდაშვილზე დაწერა