„ჩემ წინ ადამიანი მოკლეს“ - პაბლო მარის პირველი კომენტარი საშინელ ინციდენტზე
„არსენალის“ ფეხბურთელმა, პაბლო მარიმ, რომელიც „მონცაშია“ განათხოვრებული, გუშინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ესპანელმა უკანახაზელმა La Gazzetta dello Sport-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.
„საბავშვო ეტლთან ვიდექი, როცა ზურგში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ძალიან გამიმართლა... ჩემ წინ ადამიანი მოკლეს და მას ცივი იარაღი ყელში ჩაარტყეს. კარგად ვარ და ორშაბათს ბოლონიასთან ვითამაშებ“.
იტალიური გამოცემის მიხედვით, ინციდენტის შემდეგ, მარი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მას გონება არ დაუკარგავს და სავაჭრო ცენტრში მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა. Sky Sport Italia-ს ცნობით, მარის ოპერაციას ჩაუტარებენ და დაახლოებით 2 თვის გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ასაჯოში მდებარე სავაჭრო ცენტრში მოხდა. 46 წლის მამაკაცმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ცივი იარაღით ჭრილობა 6 ადამიანს მიაყენა. მათგან ერთი, სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა, ორის მდგომარეობა კი კრიტიკულია.