გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ახლა სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება“ – Juvefc-იმ მამარდაშვილზე დაწერა

იტალიური ვებგვერდი, Juvefc.com-ი Tuttomercatoweb-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „იუვენტუსი“ გიორგი მამარდაშვილს ვოიცეხ შესნის სავარაუდო შემცვლელთა შორის მოიაზრებს. Juvefc-ის მიხედვით, ამ მომენტისთვის, კლუბი ახალი მეკარის გაფორმების აუცილებლობის წინაშე არ დგას, თუმცა შემადგენლობის გაახალგაზრდავება საჭიროა.

„მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე იუვენტუსს კონკურენციას მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი უწევენ, თუმცა იუვე დარწმუნებულია, რომ რბოლაში გაიმარჯვებს და ქართველ ფეხბურთელზე დაკვირვებას განაგრძობს. ახალგაზრდა მოთამაშეები ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ მამარდაშვილი ახლა რომ გავიფორმოთ, სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება.

მატია პერინი ცუდი სათადარიგო ვარიანტი ნამდვილად არაა და თუ მან გუნდი არ დატოვა, უახლოეს პერიოდში, შემცვლელის გაფორმება აუცილებელი არ იქნება. თუ მამარდაშვილის დამატება მაინც გვინდა, შეგვიძლია, გიორგი შევიძინოთ და ორი სეზონით გავანათხოვროთ, რათა პროგრესი განაგრძოს“, - წერს Juvefc.

შეგახსენებთ, რომ „მამარდაზე“ El Nacional-მა დაწერა და განაცხადა, რომ „ღამურების“ მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო მის გაშვებას არც კი განიხილავს. ესპანური გამოცემის თქმით, მამარდაშვილი ხელშეუხებელია და იტალიელ სპეციალისტს ისიც კი არ სურს, რომ კლუბმა გიორგის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“ - კიტეიშვილის ემოციური კომენტარი
“ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“ - კიტეიშვილის ემოციური კომენტარი