პაბლო მარი
Aa
Aa

იტალიაში მამაკაცმა 6 ადამიანი დაჭრა - ერთ-ერთი პაბლო მარია

იტალიაში, ქალაქ ასაჯოში მდებარე სავაჭრო ცენტრში, 46 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით ჭრილობა 6 ადამიანს მიაყენა. ამ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემები ავრცელებენ და იუწყებიან, რომ დაშავებულთა შორის „მონცას“ ფეხბურთელი, პაბლო მარიცაა.

როგორც ირკვევა, დამნაშავე ადგილზე მყოფმა ადამიანებმა შეაჩერეს და შემდეგ სამართალდამცველებს გადასცეს. Corriere Milano-ს ინფორმაციით, 3 დაჭრილის მდგომარეობა სერიოზულია (ერთი გარდაიცვალა) და მათი საავადმყოფოში გადასაყვანად ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო.

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ტანკრეტი პალმერის მიხედვით, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მარი კი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. Marca-ს ცნობით, ფეხბურთელს სერიოზული პრობლემები არ აქვს და მეუღლესა და შვილს უკვე გაესაუბრა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპული გრანდების რადარებზე მყოფი 21 წლის შემტევი – Marca-მ ხვიჩაზე დაწერა
ევროპული გრანდების რადარებზე მყოფი 21 წლის შემტევი – Marca-მ ხვიჩაზე დაწერა