ბენჟამინ მენდი
Aa
Aa

„ამ ბრალდებებით შოკირებული ვარ“ - მენდის სასამართლო პროცესის დეტალები

ბრიტანეთში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის, ბენჟამინ მენდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს, ადგილობრივ პრესაში, „ქალაქელთა“ მარცხენა მცველის ჩვენების ნაწილი გავრცელდა და მენდის თქმით, იგი შოკირებულია ამგვარი ბრალდება რომ წაუყენეს.

„შოკირებული ვარ, გაუპატიურებაში რომ მადანაშაულებენ. სექსუალური შინაარსის ყველა აქტივობა, რომლებიც ჩვენს შორის მოხდა, ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც წასვლაში ხელს შეუშლიდა“, - თქვა მენდიმ ერთ-ერთ მსხვერპლზე.

Manchester Evening News-მა მენდის განცხადებიდან კიდევ ერთი ნაწილი გაავრცელა (მე-4 მსხვერპლი): „მან მითხრა, რომ ჩემი უკეთ გაცნობა და ჩემთან ურთიერთობის დაწყება სურდა. განვუმარტე, რომ ურთიერთობით დაინტერესებული არ ვიყავი და წასვლა გადავწყვიტე, რა დროსაც შემაჩერა და კოცნა დამიწყო“.

მენდის პროცესზე BBC-მაც დაწერა და მის სტატიაში ერთ-ერთ ქალბატონთან განვითარებული მოვლენებია აღწერილი: „სახლში მოსვლის შემდეგ, ვიდეოს იღებდა, რა დროსაც ვუთხარი, რომ წესებს ეწინააღმდეგებოდა და ტელეფონი მომცა, რათა ვიდეო წამეშალა. ამ დროს, ეკრანზე მისი შიშველი ფოტო გამოისახა და მითხრა, რომ ასეთები კიდევ ჰქონდა. შევთანხმდით, რომ ოთახში შევსულიყავით, რათა დანარჩენები ენახებინა და მისთვის არაფერი დამიძალებია“.

შეგახსენებთ, რომ ფრანგს ბრალად ედება ოთხი ქალის გაუპატიურების შვიდი საქმე, ასევე, მეხუთე ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპული გრანდების რადარებზე მყოფი 21 წლის შემტევი – Marca-მ ხვიჩაზე დაწერა
ევროპული გრანდების რადარებზე მყოფი 21 წლის შემტევი – Marca-მ ხვიჩაზე დაწერა