ბრინჯაოს მედალი - ახალგაზრდა მოჭადრაკის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალგაზრდა მოჭადრაკემ ნიკოლოზ კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის პირიზიორი გახდა.
ქართველი მოჭადრაკე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერის სტატუსს ინარჩუნებდა და მე-9 ტურში განცდილი დასანანი მარცხის გამო ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. საბოლოოდ კაჭარავამ 11-დან 8 ქულა დააგროვა და I-V ადგილი გაინაწილა.
მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს მას მწვრთნელობას საერთაშორისო დიდოსტატი, მიხეილ მჭედლიშვილი უწევდა.
საგულისხმოა, რომ აქამდე მსგავს წარმატებას 2000 წელს დაბადებულმა ზვიად იზორიამ (ბრინჯაოს მედალი) და 2001 წელს დაბადებულმა მერაბ გაგუნაშვილმა (ვერცხლის მედალი) მიაღწიეს.