ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა, ლუჩანო სპალეტი, რეინჯერსი
Aa
Aa

ზედიზედ მე-12 გამარჯვება - მარადონას ნაპოლის რეკორდი მოხსნილია

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ნაპოლიმ“ „რეინჯერსს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. თავი ჯოვანი სიმეონემ(2) და ოსტიგორმა გამოიჩინეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია და ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა.

საინტერესო ის იყო, რომ „ნაპოლის“ ახალი ისტორიის დაწერა შეეძლო და საბოლოოდ ასეც მოხდა. „პარტენოპეიმ“ ყველა ტურნირზე ერთად მე-12 მატჩი მოიგო, რაც ახალი რეკორდია.

აქამდე, „ნაპოლის“ ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია 11 მატჩს უდრიდა და ეს ყველაფერი დიეგო მარადონას პერიოდში მოხდა. ახლა კი ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ახალი ისტორია დაწერეს.

ასევე გეტყვით, „რეინჯერსის“ დამარცხებით იტალიურმა კლუბმა 15 ქულას მოუყარა თავი და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა. შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს და თუ 4 ბურთის სხვაობით არ წააგებს, ჯგუფურ ეტაპს ლიდერის სტატუსით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუნტოლი: “ხვიჩა არ იყიდება“
ჯუნტოლი: “ხვიჩა არ იყიდება“