სპალეტის გადაწყვეტილებით - ხვიჩა რეინჯერსთან სათადარიგოთა სკამზე დარჩა
„რეინჯერსთან“ გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს და იმ ფეხბურთელებს დაასვენებს, რომლებსაც მუდმივად ათამაშებს.
ამის შემდეგ, გავლენიანმა იტალიურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ სპალეტი პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას დაასვენებდა. მეტიც, Sky Sports-მა მისი სავარაუდო შემცვლელებიც დაასახელა.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი რასპადორის ან პოლიტანოს უნდა ჩაენაცვლებინა. რამდენიმე წუთის წინ, „ნაპოლის“ ოფიციალურმა გვერდმა ძირითადი შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია არ არის. სპალეტის გადაწყვეტილებით, 21 წლის შემტევი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
???? STARTING 11:
— Official SSC Napoli (@en_sscnapoli) October 26, 2022
Meret, Di Lorenzo, Ostigard, Minjae, Mario Rui, Ndombele, Lobotka, Elmas, Politano, Simeone, Raspadori#NapoliRangers #UCL
???? #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/bbVKfgDmWu
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ საკუთარი ისტორიის დაწერის შანსი აქვს. კლუბის არსებობის ისტორიაში, ზედიზედ 11 მოგებული მატჩი არის ყველაზე კარგი შედეგი, რომელიც დიეგო მარადონას პერიოდში დაფიქსირდა. თუ „პარტენოპეი“ „რეინჯერსს“ მოუგებს ახალი რეკორდი იქნება.