ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი ძალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს იუნიორ და 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრების წევრები, ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. ახალგაზრდა სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები გახდნენ.
საგულისხმოა, რომ ევროპის ჩემპიონობა გიორგი ასანიძის ორმა ვაჟმა, კახი და საბა ასანიძეებმაც იზეიმეს.
კახი ასანიძის, საბა ასანიძის, გიორგი ასანიძისა და ლაშა ტალახაძის კომენტარები:
საერთო ჯამში ქართველმა ძალოსნებმა ტურნირზე 28 სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს. 23-წლამდელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, 20-წლამდე ძალოსნები კი ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ასევე, ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ასანიძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური ოქროს მედალიც გადაეცა.