ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, რეინჯერსი
Aa
Aa

Sky Sports: “კვარაცხელიას რასპადორი ან პოლიტანო ჩაანაცვლებს“

„რეინჯერსთან“ გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს და იმ ფეხბურთელებს დაასვენებს, რომლებსაც მუდმივად ათამაშებს.

იტალიური გამოცემა CalcioNapoli24.it Sky Sports-ზე დაყრდნობით აქვეყნებს ვარაუდს, თუ ვის ათამაშებს სპალეტი გლაზგოურ კლუბთან.

გამოცემის თანახმად, იტალიელი სპეციალისტი კიმ მინ-ჯაეს ნაცვლად ოსტიგორს ათამაშებს და მას ჟესუსს შეუწყვილებს. მარცხენა ფლანგზე კი მარიო რუი მოგვევლინება.

ცვლილებები ნახევარდაცვაშიც იქნება. „რომას“ წინააღმდეგ ელმასი საკმაოდ კარგი იყო და ის ზიელინსკის ჩაანაცვლებს. შეტევაში ჩოლიტო სიმეონე აუცილებლად მიიღებს სათამაშო წუთებს. კვარაცხელიას კი რასპადორი ან პოლიტანო ჩაანაცვლებს.

საინტერესოა, რომ ამ პოზიციას არ იზიარებს ჯანლუკა დი მარციო, რომელიც აცხადებს, რომ „კვარა" პირველივე წუთიდან მოედანზე იქნება. „ნაპოლის“ 12 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა „წითლებთან“ ელის. ამიტომ, „რეინჯერსთან“ 3 ქულის აღება სპალეტის ბიჭებს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ძალიან დაეხმარება.

ცნობისთვის, ხვიჩამ ბოლოს „რომას“ წინააღმდეგ ითამაშა და მატჩი სრულად ჩაატარა. სერია A-ში „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება „სასუოლოა“, რომელსაც ნეაპოლური გრანდი 29 ოქტომბერს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალდო: „მერაბთან ჩხუბს ყველა თავს არიდებდა, ჩემი გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ“
ალდო: „მერაბთან ჩხუბს ყველა თავს არიდებდა, ჩემი გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ“