კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, პელე
Aa
Aa

35 წლის მესის რეკორდები - პელეს გადაასწრო, რონალდუს უახლოვდება

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში პსჟ-მ ჰაიფას „მაკაბის“ შინ 7:2 მოუგო. ლეო მესიმ მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდიც დააფიქსირა.

ლეომ „მაკაბის“ დუბლი შეუსრულა და გარდა ამისა 2 საგოლე პასიც გააკეთა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი (35 წლის) ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში მსგავსი მაჩვენებელი დააფიქსირა.

რაც შეეხება ტურნირის ყველა დროის რეკორდს, მესის ჯერჯერობით რონალდუ უსწრებს, რომელსაც 140 გოლი და 41 საგოლე გადაცემა აქვს. ლეოს 129 გოლი და 38 საგოლე პასი აქვს. არგენტინელს საშუალო პროცენტული მაჩვენებელი უკეთესი აქვს. „ლა პულგას“ ამ შედეგის დასაფიქსირებლად 160 მატჩი დასჭირდა და ის ლიგაზე 1 გოლის გასატანად საშუალოდ 103 წუთს ანდომებს. კრიშტიანუმ კი თავისი შედეგი 183 შეხვედრაში დააფიქსირა და „რონი“ 1 გოლის გატანას საშუალოდ 114 წუთს ანდომებს.

ლეომ „მაკაბისთან“ შესრულებული „ორმაგი დუბლის“ (2 გოლს + 2 ასისტი) შემდეგ, ლეგენდარულ პელეს გადაასწრო. არგენტინელი ამიერიდან ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელსაც 1127 გოლში (იგულისხმება მხოლოდ ოფიციალური მატჩები) აქვს მონაწილეობა მიღებული (გოლს + საგოლე პასი). პელეს კი 1124 აქვს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მესის პსჟ-ს რიგებში 16 ოფიციალურ მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსს პრობლემები აქვს - გამომძიებლებმა საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს
იუვენტუსს პრობლემები აქვს - გამომძიებლებმა საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს