ტურის ტოპ 5 მოგერიება - ლა ლიგამ მამარდაშვილი გამოარჩია
ლა ლიგის გასულ ტურში „ვალენსიამ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მიუხედავად გაშვებული ორი გოლისა, გიორგი მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთ ეპიზოდში საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია.
ყოველი ტურის დასრულების შემდეგ, ლა ლიგის ოფიციალური Youtube არხი ტურის ტოპ 5 მოგერიებას გვთავაზობს. სასიხარულოა, რომ მე-11 ტურის 5 საუკეთესო „სეივში“ ქართველი მეკარეც მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ „ელჩესთან“ დაშვებული შეცდომის შემდეგ, „მამარდამ“ ორი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. „მალიორკასთან“ შეხვედრაზე უკვე მოგახსენეთ, ხოლო 1 ტურით ადრე „ვალენსია“ „სევილიას“ ესტუმრა და 1 ქულა აიღო.
ქართველმა კარის დარაჯმა ანდალუსიური კლუბის წინააღმდეგ სამი ურთულესი ბურთი მოიგერია და რეალურად სწორედ გიორგის დამსახურებაა, რომ „ღამურებმა“ „სევილიასთან“ 1 ქულა აიღეს.