ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ექს-ფეხბურთელი: „ხვიჩა განსხვავებას ქმნის და მომატებაც შეუძლია“

„ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კლაუდიო ბელუჩიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ბელუჩიმ „პარტენოპეის“ ტრანსფერი მოუწონა და განაცხადა, რომ ქართველ შემტევს მომატება შეუძლია.

„კვარას გავლენა სერია A-ზე? ნაპოლის გამბედაობა ეყო და რადიკალური ცვლილებები გაატარა, რაც გულშემატკივართა შორის პოპულარული გადაწყვეტილება არ ყოფილა. კვარა და კიმი განსხვავებას ქმნიან.

ქართველი შემტევი შესანიშნავი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. მას პროგრესის მიღწევა შეუძლია და უკვე განსაკუთრებულ რაღაცებს გვაჩვენებს. სერია A-ში ჩატარებული სადებიუტო სეზონისას, ლეაუ ასეთი გამანადგურებელი არ ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 12 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა „წითლებთან“ ელის. იტალიური გამოცემის, IL MATTINO-ს ცნობით, იგი „რეინჯერსთან“ მატჩში დაისვენებს. ცნობისთვის, ხვიჩამ ბოლოს „რომას“ წინააღმდეგ ითამაშა და მატჩი სრულად ჩაატარა. სერია A-ში „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება „სასუოლოა“, რომელსაც ნეაპოლური გრანდი 29 ოქტომბერს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალდო: „მერაბთან ჩხუბს ყველა თავს არიდებდა, ჩემი გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ“
ალდო: „მერაბთან ჩხუბს ყველა თავს არიდებდა, ჩემი გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ“