ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

IL MATTINO: „რეინჯერსთან მატჩში ხვიჩას დაასვენებენ“

იტალიურმა გაზეთმა, IL MATTINO-მ „რეინჯერსსა“ და „ნაპოლის“ შორის გამართულ შეხვედრას ვრცელი სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტული გამოცემის მიხედვით, ლუჩანო სპალეტი ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას გაატარებს და ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.

IL MATTINO-ს ცნობით, უდიდესი ალბათობით, სპალეტი „კვარას“ დაასვენებს და ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. მის ნაცვლად მარცხენა ფლანგზე ჯაკომო რასპადორის ვიხილავთ, რომლის მხარდამხარაც შემტევ სამეულში მატეო პოლიტანო და ჯოვანი სიმეონე იქნებიან.

საინტერესოა, რომ ამ პოზიციას არ იზიარებს ჯანლუკა დი მარციო, რომელიც აცხადებს, რომ „კვარა" პირველივე წუთიდან მოედანზე იქნება. „ნაპოლის“ 12 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა „წითლებთან“ ელის. ამიტომ, „რეინჯერსთან“ 3 ქულის აღება სპალეტის ბიჭებს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ძალიან დაეხმარება.

ცნობისთვის, ხვიჩამ ბოლოს „რომას“ წინააღმდეგ ითამაშა და მატჩი სრულად ჩაატარა. სერია A-ში „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება „სასუოლოა“, რომელსაც ნეაპოლური გრანდი 29 ოქტომბერს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალდო: „მერაბთან ჩხუბს ყველა თავს არიდებდა, ჩემი გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ“
ალდო: „მერაბთან ჩხუბს ყველა თავს არიდებდა, ჩემი გამოსვლით იმედგაცრუებული ვარ“