პსჟ, ჩემპიონთა ლიგა, მაკაბი
Aa
Aa

„რატომ მიეცით ამის უფლება?“ - მაკაბის ფანებმა პარიზელები გააბრაზეს

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „მაკაბი ჰაიფას“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 7:2 დაამარცხა.

შეხვედრის დაწყებამდე, ისრაელის კლუბის გულშემატკივრებმა პარიზის მთავარ მოედანზე, კერძოდ ელისეის მინდვრებზე მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს, რამაც ფრანგი ქომაგების უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია.

მსგავსი სახის პერფომანსები ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა, თუმცა საფრანგეთის მთავრობა თავისი ქვეყნის გულშემატკივრებს მსვლელობების ჩატარების უფლებას არ აძლევს. ფრანგების გაღიზიანებაც სწორედ ამან განაპირობა და მოქალაქეებმა ხელისუფლება და პოლიცია მკაცრად გააკრიტიკეს.

გულშემატკივრების კომენტარები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში აქტიურად გვხვდება და მათგან რამდენიმეს შემოგთავაზებთ.

რას წერენ ფრანგები:

ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. პსჟ-ს ულტრასებს კლუბის ჩემპიონობის საპატივსაცემოდ ქუჩაში ზეიმის მოწყობის უფლება არ მიეცათ, მაკაბის გულშემატკივრები კი ელისეის მინდვრებზე პეტარდებით დადიან.

ულტრასები მსგავსი სახის მსვლელობებს საზღვარგარეთ აწყობენ, მაგრამ ამის გაკეთება პარიზში? და თან ქალაქის ცენტრში? ხალხო, ეს ელისეის მინდვრებია, საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის დაშვება.

რატომ არ აკრძალეს მსვლელობა ისე, როგორც ეს გასულ კვირას მარსელთან მატჩის დროს მოხდა?

ესე იგი, ჩვენი ულტრასებისთვის ჩემპიონობის აღნიშვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ისრაელის გულშემატკივრებს ქალაქის ცენტრში ამის მოწყობის უფლება მიეცათ? რა გინდათ, ასე უბრალოდ დავივიწყოთ ეს აგრესიული გულშემატკივრები და ყველა რისკი რაც არსებობდა? ეს არ არის ნაციონალიზმი?

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს გულშემატკივრებს ჩემპიონობის შემდეგ ელისეის მინდვრებზე საჩემპიონო დერეფანიც კი ვერ მოაწყეს. სირცხვილია, რომ სიონისტებს ამის გაკეთების უფლება უყოყმანოდ მიეცათ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, „მაკაბის“ გულშემატკივრების მსვლელობას პსჟ-ს გულშემატკივრებთან რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. იმის მიუხედავად, რომ ქომაგებს მთელი მსვლელობის განმავლობაში პოლიცია დაყვებოდა, სამართალდამცველებმა შეტაკებების თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩვენ ჯერ კიდევ ევროპის ლიგის ზონაში ვართ“ - ალეგრი ბენფიკასთან მარცხის შემდეგ
“ჩვენ ჯერ კიდევ ევროპის ლიგის ზონაში ვართ“ - ალეგრი ბენფიკასთან მარცხის შემდეგ