“ჩვენ ჯერ კიდევ ევროპის ლიგის ზონაში ვართ“ - ალეგრი ბენფიკასთან მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში სუპერ დაპირისპირება გაიმართა. „ბენფიკამ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. ამ შედეგით კი ტურინული გრანდი ჯგუფში ჩარჩა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბიანკონერის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.
ალეგრი:
„როდესაც ანგარიშს ათანაბრებ, პენალტიდან ასეთი გოლი არ უნდა გაუშვეს, თანაც პენალტიდან. საკუთარ თავს ცხოვრება ჩვენით გავურთულეთ. ვლაჰოვიჩმა ორი მომენტი ვერ გამოიყენა და მეორე ტაიმის საწყის წუთებზე 1:4-ს ვაგებდით. ეს წარუმატებლობა უნდა მივიღოთ და მოტივაციად გამოვიყენოთ სერია ა-ში „ლეჩეს“ წინააღმდეგ.
პირველი ტაიმის შემდეგ, მაინც გვქონდა იმედი და გეგმა, რომ ამ თამაშს მოვიგებდით, მაგრამ ასე არ მოხდა. საკუთარ თავს ყველაფერი თავად გავურთულებ. ბოლოს, იმედი გაჩნდა, რომ თამაშს შემოვატრიალებდით. „ბენფიკამ“ აგრესიულად დაიწყო და კონტრ-შეტევებზე ძალიან სახიფათო იყო. მილიკის გამოსვლით ხარისხის გაუმჯობესება მინდოდა, მაგრამ უკვე 1:4-ს ვაგებდით.
ჩვენ ჯერ კიდევ ევროპის ლიგის ზონაში ვიმყოფებით. იმედი მქონდა, რომ ბოლო მატჩი პსჟ-სთან უფრო ღირებული იქნებოდა, მაგრამ ახლა ევროპის ლიგის საგზური უნდა შევინარჩუნოთ."
ცნობისთვის, მატჩის მიმდინარეობისას საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველ ტაიმში 3 გოლი პირველად გაუშვა.
1 - Juventus have conceded three goals during the first half of a match for the first time in their Champions League history. Blackout.#BenficaJuve #UCL
— OptaPaolo ???? (@OptaPaolo) October 25, 2022
რა თქვა შმიდტმა მატჩის შემდეგ?
„ვფიქრობ, ბურთითაც და მის გარეშეც ფანტასტიკურად ვითამაშეთ. კარგი გოლები გავიტანეთ. არ დაგავიწყდეთ, ჩვენ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ვთამაშობდით და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. საკუთარი თავის გვჯეროდა და დიდებული ფეხბურთი ვითამაშეთ.
ეს „ბენფიკაა“, მას შმიდტთან კავშირი არ აქვს. მოედანზე ფეხბურთელები აკეთებენ ყველაფერს და მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ამ გუნდში უდიდესი ხარისხი, მენტალიტეტი და სულისკვეთებაა. ამის გარეშე, ასეთ დონეზე ვერ ითამაშებ. ვაფასებ იმას, რასაც ფეხბურთელები და გულშემატკივრები სტადიონზე აკეთებენ. დღეს ბენფიკასთვის მართლაც კარგი დღე იყო."
მატჩის ვიდეო მიმოხილვა