ოფიციალურად - იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში სუპერ დაპირისპირება გაიმართა. „ბენფიკამ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. ამ შედეგით კი ტურინული გრანდი ჯგუფში ჩარჩა.
გულშემატკივრებმა სანახაობრივი და მხიარული მატჩი მიიღეს. ანგარიში მე-17 სილვამ გახსნა, რასაც კინმა 4 წუთში უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მასპინძლები არ გაჩერდნენ და ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ 28-ე წუთზე ჟოაუ მარიუმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე რაფა სილვამ უპირატესობა გაამყარა. პირველი ტაიმი „ბენფიკას“ სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი აქტიურად კვლავ ლისაბონელებმა დაიწყეს და 50-ე წუთზე რაფა სილვამ დუბლი შეასრულა. ალეგრის გუნდი წაგებას არ ეგუებოდა და შეტევაში გააქტიურდა. 77-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა არკადიუშ მილიკმა 1 ბურთ გაქვითა, ხოლო ზუსტად 2 წუთში მაკკინიმ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
„ბებერ ქალბატონს“ 2 გოლის გასატანად ცოტა დრო ჰქონდა და ეს ვეღარ მოახერხა. საბოლოო ჯამში დამარცხდა და როგორც უკვე მოგახსენეთ ჯგუფში ჩარჩა. ამ მომენტისთვის, „ბენფიკას“ 11 ქულა აქვს, „პარი სენ ჟერმენსაც“ 11, ხოლო „იუვენტუსს“ და „მაკაბის“ 3-3.
მატჩის მიმდინარეობისას საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველ ტაიმში 3 გოლი პირველად გაუშვა.
1 - Juventus have conceded three goals during the first half of a match for the first time in their Champions League history. Blackout.#BenficaJuve #UCL
— OptaPaolo ???? (@OptaPaolo) October 25, 2022