მარცხი სევილიასთან, ხოჭოლავას წითელი ბარათი, კოპენჰაგენი ჯგუფში ჩარჩა
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტორში „კოპენჰაგენი“ „სევილიას“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ ძირითად შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა მოგვევლინა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი არ ჰქონდა.
„სევილიამ“ გოლები მეორე ტაიმში 61-ე, 88-ე და 92-ე წუთებზე გაიტანა. „ჯვაროსნების“ ცენტრალური მცველი კი მინდვრიდან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გააძევეს.
ხოჭოლავამ ისკოს წინააღმდეგ იუხეშა. არბიტრმა თავდაპირველად ყვითელი ბარათი გამოიყენა, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ დავითს წითელი ბარათი უჩვენა.
ქართველმა ფეხბურთელმა 3-ჯერ განმუხტა სახიფათო სიტუაცია. ბურთს 64-ჯერ შეეხო, ხოლო მისი პასების სიზუსტე 81.4 % იყო. ხოჭოლავამ ორიდან ვერცერთი საჰაერო დუელი მოიგო, ხოლო პირისპირ „სევილიას“ ფეხბურთელები 6 შემთხვევიდან 5-ჯერ გააჩერა. დავითმა პოზიცია 12-ჯერ დაკარგა და ორჯერ დაჯარიმდა.
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „კოპენჰაგენი“ ჯგუფში ოფიციალურად ჩარჩა. დანიურ კლუბს 2 ქულა აქვს და არანაირი შანსი აღარ აქვს. სამწუხაროდ, წითელი ბარათის გამო დავითი მომავალ ტურში „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.