“ენფილდზე 15 ქულით უნდა ჩავიდეთ“ - სპალეტი რეინჯერსთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სპალეტი:
„“რეინჯერსის“ ბოლო მატჩი თავიდან ბოლომდე ვნახე. მათ მწვრთნელს უდიდესი ხარისხი აქვს და კარგად იცის როგორ უნდა იპოვოს ყველა სიტუაციაში გამოსავალი. ჩემი გუნდი დამსახურების გარეშე არასდროს იგებს. არ მაინტერესებს სხვები რას საუბრობენ ამაზე. ყველა ტურნირზე პირველ ადგილს ვიკავებთ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი გულშემატკივრების წინაშე საუკეთესოდ ყოფნაა.
იზრდება თუ არა „ნაპოლი“? რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მიხარია, რომ „რეინჯერსთან“ მატჩისთვის აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაყიდულია. ეს იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლა უხარიათ. გაგვიჭირდება, თუ არა მოგება? ყოველთვის ვამბობ, რომ ნებისმიერ მატჩში ჩვენი მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ.
ხვალ გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნები, რადგან „ენფილდზე“ 15 ქულით უნდა ჩავიდეთ და ფავორიტის სტატუსი გავამართლოთ. კარგი იქნება, თუ ჯგუფს 18 ქულით დავასრულებთ. ამას ჩვენგან ვერავინ წარმოიდგენდა. ანგისას მდგომაროება? განაცხადში შევიყვანე, თუმცა ნდომბელეს თამაშით კმაყოფილი დავრჩი. რამდენიმე ფეხბურთელი ზედმეტად გადაიტვირთა და შემადგენლობაში 3-4 ცვლილებას ვგეგმავ."
შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 12 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. ამ შედეგით სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უკვე გასულია და „რეინჯერსთან“ დაპირისპირების შედეგი არაფერს ცვლის.
9 ქულით მეორე პოზიციას „ლივერპული“ იკავებს. „ნაპოლისთვის“ გამარჯვება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 26 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გლაზგოში გაიმართა, რომელიც ნეაპოლურმა კლუბმა 3:0 მოიგო.