ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

„სასწაულის იმედად ვართ...“ - ჩავის კომენტარი ბაიერნთან მატჩამდე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

კატალონიელებისთვის სამწუხაროდ, ჩავის გუნდი მხოლოდ სასწაულის იმედზეა და დიდი შანსია, რომ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიოს. იმ შემთხვევაში, თუ „ინტერი“ საკუთარ მოედანზე „ვიქტორია პლზენს“ დაამარცხებს, „ბარსელონა“ ავტომატურად ფლეი-ოფის მიღმა აღმოჩნდება და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

„ბაიერნთან“ მატჩამდე 1 დღით ადრე ჩავიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

რა თქვა „ბარსას“ მწვრთნელმა:

ჩემპიონთა ლიგაზე უმეტეს მატჩებში შესაბამის დონეზე არ გვითამაშია. აქამდე ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, ახლა კი სხვა გუნდზე ვართ დამოკიდებულები.

სასწაულები ხდება და პატარა იმედიც გვაქვს. ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში ვართ. ძალიან ბევრი ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფურ ეტაპს ვერ გავცდებით.

რა უნდა მოხდეს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ? სამწუხაროდ, დიდი იმედები არ გვაქვს, თუმცა იმედი ბოლოს კვდება. სამწუხაროა, რომ საკუთარ თავზე აღარ ვართ დამოკიდებულები.

ინტერისა და ვიქტორია პლზენის თამაშს გასახდელში, ყველა ერთად ვუყურებთ. ბაიერნთან ჩვენი მიზანი კი კარგი თამაში და მაქსიმალურად დადებითი ემოციების მიღება იქნება, მილანში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად. უნდა დავამტკიცოთ, რომ ასეთი დონის გუნდებთან კონკურენციის გაწევა შეგვიძლია.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება 26 სექტემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება. „ინტერისა“ და „ვიქტორია პლზენის“ შეხვედრა კი ჩვენი დროით 20:45 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნაური ამბავი - ბენფიკა-იუვენტუსის მატჩზე კარის ხაზის ტექნოლოგია არ იქნება
უცნაური ამბავი - ბენფიკა-იუვენტუსის მატჩზე კარის ხაზის ტექნოლოგია არ იქნება