კატარში LGBT აქტივისტი საპროტესტო აქციის გამო დააკავეს
სულ მალე კატარში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. მუნდიალს მთელი მსოფლიო ელოდება. ყველაფერი, რომ იდეალურად იყოს, მილიარდობით დოლარი დაიხარჯა. სულ ცოტა ხნის წინ, სპორტულ მედიაში გავრცელდა აკრძალვები, რომლებიც სტადიონზე მატჩების დროს ამოქმედდება.
ერთ-ერთი აკრძალვა LGBT საზოგადოებას ეხება. აღნიშნული პიროვნებები თამაშებზე დასწრებას ვერ შეძლებენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბრიტანელმა LGBT აქტივისტმა პიტერ ტაჩელმა ყატარში საპროტესტო აქცია მოაწყო და მთავრობის გადაწყვეტილება დაგმო. ამის გამო კი ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
BBC-ს ჟურნალისტი ჩარლი ჰაინესი, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ სამომავლოდ აქტივისტებს, რომლებიც კატარში გეების საწინააღმდეგო კანონმდებლობას გააპროტესტებენ შევიწროვება, ციხე, იძულებითი გარდაქმნის თერაპია და სიკვდილით დასჯაც კი ემუქრებათ.
British LGBT activist Peter Tatchell has been arrested in Qatar after protesting ahead of the World Cup due to start next month.
— Charlie Haynes (@charliehtweets) October 25, 2022
Qatar has faced criticism for anti-gay legislation. Queer Qataris face harassment, prison, forced conversion therapy and even the death penalty pic.twitter.com/N0u2dDUPAZ
სტადიონზე დაწესებული აკრძალვები
მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. მანდილოსნებს ეკრძალებათ ფეხის ფეხზე გადადება. ჰომოსექსუალები მატჩებს ვერ დაესწრებიან.
ასევე, სტადიონზე აკრძალულია უხამსი სიტყვების გამოყენება, ხმამაღალი მუსიკა და ყვირილი, ადამიანებისთვის გაუფრთხილებლად სურათების გადაღება. აკრძალულია მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების უპატივცემულობა.
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და გაუგებარი აკრძალვა სტადიონზე პაემანი გახლავთ. რას გულისხმობს ეს წესი ამას ბოლომდე გულშემატკივრები ვერ მიხვდნენ, თუმცა ერთი რამ ნათელია - აღნიშნული წესები საკმაოდ ბევრ ადამიანს არ მოეწონა.