ასტონ ვილა, უნაი ემერი
Aa
Aa

ოფიციალურად - უნაი ემერი ასტონ ვილას მწვრთნელია

ბოლო დღეების განმავლობაში, სპორტულ მედიაში უნაი ემერის სახელი ხშირად ისმოდა. ესპანელ სპეციალისტს „ასტონ ვილას“ უკავშირებდნენ.

დღეს კი ბირმინგემული კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა, რომ უნაი ემერი „ასტონ ვილას“ ახალი მთავარი მწვრთნელია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ანაზღაურება წლიურად 7 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული თანამდებობიდან არასახარბიელო შედეგების გამო სტივენ ჯერარდი გაათავისუფლეს. ემერი კი „ასტონ ვილას“ პირველი ნოემბრიდან გაუძღვება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გაწვრთნის „ვილიარეალს“.

შეგახსენებთ, რომ უნაიმ „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ ერთად გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა. იქამდე კი მერვედფინალში ჯერ „იუვენტუსის“ ბარიერი დაძლია, შემდეგ კი „ბაიერნის.“

ასევე გეტყვით, ესპანელ სპეციალისტს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ემერი 2018/2019 წლებში "არსენალს" წვრთნიდა. ცნობისთივს, ბირმინგემულ კლუბს ემერის გარდა მაურისიო პოჩეტინოსაც უკავშირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსი: “ატლეტიკოს ქომაგები სტადიონზე არ უნდა შეუშვან“
ვინისიუსი: “ატლეტიკოს ქომაგები სტადიონზე არ უნდა შეუშვან“