სერია ა, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

კრემონეზეს მარცხი ბოლოადგილოსანთან - ლოჩოშვილმა 82 წუთი ითამაშა

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „სამპდორიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

ქართველმა მცველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 82-ე წუთამდე ითამაშა. სამწუხაროდ, კრემონელებს შეეძლოს მატჩის ბედის სხვაგვარად წარმართვა, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. მე-7 წუთზე მთავარმა მსაჯმა მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, თუმცა დესერსს „სამპდორიას“ მეკარემ აჯობა და თავისი გუნდი გოლისგან იხსნა.

ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში, 78-ე წუთზე ომარ კოლიმ გაიტანა, რომელმაც გაბიადინის შედეგიანი გადაცემა გამოიყენა და საკუთარ გუნდს სერია A-ში პირველი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

საპასუხოდ, „კრემონეზემ“ კვლავ ვერ შეძლო მოგება და 11 ტურის შემდეგ, 4 ფრით და შესაბამისად 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, „სამპდორია“ კი მე-20 პოზიციიდან მე-18 ადგილზე დაწინაურდა.

ლუკა ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 ოქტომბერს, კვლავ საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანვარში კი არა, ზაფხულშიც არ გაყიდიან“ - ფაბრიციო რომანო ხვიჩაზე და სიტის ინტერესზე
„იანვარში კი არა, ზაფხულშიც არ გაყიდიან“ - ფაბრიციო რომანო ხვიჩაზე და სიტის ინტერესზე