23-წლამდე ძალოსანთა ევროპირველობა: ერთი ჩემპიონი და 4 მედალი
ალბანეთში მიმდინარე იუნიორ და 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედლები მოიპოვა.
23-წლამდელებს შორის, 109 კგ. წონით კატეგორიაში ზაზა ლომთაძემ 3 ოქროს მედლის აღება შეძლო. ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და 157/161/164 კილოგრამები აწია. ამ კატეგორიაში ლომთაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 195/199/205 კილოგრამების დაძლევით ოქროს მედალს დაეუფლა, ორჭიდის ჯამში კი 369 კგ. დააფისქირა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ამავე წონაში, აკაკი ტალახაძემ ატაცში თავი 155 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა. ტალახაძემ აკვრაში 191/199 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ორჭიდში დაფიქსირებული 354 კილოგრამით კი მე-4 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძეს ჟიურიმ ბოლო მისვლა არ ჩაუთვალა, რომელსაც მისთვის ჩემპიონის ტიტული მოქონდა.