ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ბადრი კვარაცხელია
Aa
Aa

„დარწმუნებული ვიყავი, რომ თავიდანვე შეძლებდა თავის დამკვიდრებას“ - ბადრი კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სპორტი იმედზე“-ში პირდაპირი ჩართვის დროს „ნაპოლიში“ თავისი შვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ბადრი კვარაცხელია დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე მიღებული ემოციებისგან გამოწვეულ სიამოვნებას ვერ მალავს და ამ საკითხზე ემოციურად საუბრობს.

რას ამბობს კვარას მამა:

წარმოუდგენელი გრძნობაა, როდესაც მარადონას სტადიონზე ხარ და ისმენ, როგორ ყვირის შენს გვარს ტრიბუნაზე 60 ათასი გულშემატკივარი... ეს არის გრძნობა, რომლის სიტყვით გადმოცემაც შეუძლებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე საქართველოდან წასულ ბიჭს ეხება. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ხვიჩა თავიდანვე შეძლებდა თავის დამკვიდრებას. მას არ სჭირდება ბევრი შესავალი და სიტყვები, ხვიჩამ მაშინვე აჩვენა რაც შეუძლია.

ბადრი კვარაცხელიამ ხვიჩას ყოველდღიურ რეჟიმზე ისაუბრა „ნაპოლიში“ არსებულ ატმოსფეროსაც შეეხო:

გუნდში არ არის ჯგუფები, არის ერთობა და მეგობრული დამოკიდებულება. ლუჩიანო სპალეტის ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

ხვიჩა სავარჯიშოდ დილის 8 საათზე მიდის, სახლში კი 2 საათისთვის ბრუნდება და ისვენებს. სახლიდან თითქმის ვერ გავდივართ. ერთი დღე გვქონდა დასვენება და პომპეი ვნახეთ. ჩვენც ვერ გავდივართ გარეთ, ყველა გვცნობს და ერთი ამბავი იქმნება. ამის გამო ვცდილობთ, რომ არ გავიდეთ გარეთ.

ხვიჩას მამამ სხვა გუნდის ინტერესების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა:

სხვა გუნდის ინტერესებზე ხვიჩა საერთოდ არ ფიქრობს, მთლიანად „ნაპოლიზე“ და თამაშებზეა გადართული.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. სპალეტის გუნდს მომდევნო შეხვედრა 26 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ ელის. ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსის სკაუტები სამ ფეხბურთელს აკვირდებიან - ერთ-ერთი კვარაცხელიაა
ჩელსის სკაუტები სამ ფეხბურთელს აკვირდებიან - ერთ-ერთი კვარაცხელიაა