პსჟ
Aa
Aa

“მბაპეს კონტრაქტის დეტალები სიცრუეა“ - პსჟ Le Parisien-ს უჩივლებს

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კილიან მბაპე თითქმის მადრიდის „რეალში“ იყო გადასული, თუმცა „პარი სენ ჟერმენმა“ მას ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზა და დარჩა.

გუშინ, გამოცემა Le Parisien-მა პსჟ-სთან მბაპეს კონტრაქტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოლოსალურ თანხებზე იყო საუბარი.

რა დაწერა Le Parisien-მა?

ხელფასი წლიურად - 72 მილიონი ევრო. კონტრაქტის ხელმოწერის ბონუსი 180 მილიონი ევრო, 3 ნაწილად. მასშტაბური ლოიალობის ბონუსი, გადახდილი იქნება ყოველი საზაფხულო ფანჯრის შემდეგ: €70 მილიონი, შემდეგ €80 მილიონი, შემდეგ €90 მილიონი, თუ კილიანი გააფორმებს კიდევ 1 წლიან კონტრაქტს დამატებით.

ამ ინფორმაციამ მსოფლიო მოიარა და პარიზულ კლუბს უდიდესი კრიტიკა დაატყდა თავს. დღეს კი „პარი სენ ჟერმენმა“ ყველას ამცნო, რომ Le Parisien-ის ინფორმაცია არის სრული სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება. ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა გამოცემისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანვარში კი არა, ზაფხულშიც არ გაყიდიან“ - ფაბრიციო რომანო ხვიჩაზე და სიტის ინტერესზე
„იანვარში კი არა, ზაფხულშიც არ გაყიდიან“ - ფაბრიციო რომანო ხვიჩაზე და სიტის ინტერესზე