ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადაშვილი, გიორგი შერაზადაშვილი
Aa
Aa

ბაქოს გრანდ სლემი - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს დელეგაციამ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ახლა კი ძიუდოს ჯერი დადგა. აზერბაიჯანში, კონკრეტულად კი ბაქოში გრანდ-სლემი ჩატარდება.

რა თქმა უნდა, მონაწილეობას საქართველოც მიიღებს და ერთ-ერთი ფავორიტი ქვეყანაც იქნება. ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბაქოში მანდილოსანი ძიუდოისტები მონაწილეობას არ მიიღებენ.

დღეს ცნობილი გახდა, თუ რომელი ძიუდოისტები წარადგენენ საქართველოს ბაქოში:

ვაჟა მარგველაშვილი, თუთაშვილი გიორგი(-66კგ)

ლაშა შავდათუაშვილი(-73კგ)

ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადაშვილი(-81კგ)

ლუკა მაისურაძე(-90კგ)

ილია სულამანიძე(-100კგ)

გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი(+100კგ)

ცნობისთვის, ბაქოს გრანდ სლემი 2021 წელსაც გაიმართა. საქართველომ 1 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი და ონისე სანებლიძე დაეუფლნენ. ჩემპიონი კი 60 კგ კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ოქრო ესპანეთიდან - გამყრელიძე მსოფლიოს ჩემპიონია
მეორე ოქრო ესპანეთიდან - გამყრელიძე მსოფლიოს ჩემპიონია