მოლაპარაკებები მიმდინარეობს - საქართველოში შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები ჩამოვიდეს
უახლოეს პერიოდში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა შესაძლოა ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატაროს. ინფორმაცია ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ „კრისტალსპორტთან“ ინტერვიუს დროს გააჟღერა.
რა თქვა კუპატაძემ:
ცნობისთვის, ახლა საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეინ რაუნდის პირველ ორ შეხვედრაში ბელგიისა და ავსტრიის ნაკრებები დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.