კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, გარი ნევილი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ნევილი: “რონალდუ უნდა წავიდეს“

კრიშტიანუ რონალდუმ „ჩელსისთან“ დაპირისპირება გამოტოვა. ერიკ ტენ ჰაგმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი განაცხადს მიღმა დატოვა. აღნიშნული მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა.

5 ოქროს ბურთის მფლობელის გარშემო არასასიამოვნო სიტუაციაა. ნიდერლანდელი სპეციალისტი მას არ ენდობა და რა თქმა უნდა, კრიშტიანუსთვის ეს მიუღებელია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გარი ნევილმა ისაუბრა.

ნევილი:

„მსოფლიო ჩემპიონატამდე ზავი უნდა დავდოთ, ხოლო შემდეგ ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ. ვფიქრობ, ტენ ჰაგს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რონალდუ სტადიონს თამაშის დასრულებამდე ტოვებს. ეს მიუღებელია!

რონალდუს მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხშირად არ თამაშობს და „იუნაიტედი“ მის გარეშე აღწევს წარმატებას. ამ ყველაფერს ტენ ჰაგი იაზრებს და სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ვფიქრობ, აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია.

რონალდუ და „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა უნდა შეხვდნენ და ურთიერთობა დაასრულონ. კრიშტიანუ უნდა წავიდეს. პორტუგალიელი ძალიან კარგია, მაგრამ „მანჩესტერმა“ ცხოვრება მის გარეშე უნდა გააგრძელოს. ის ვერასდროს შეეგუება სათადარიგოთა სკამზე ჯდომას.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ვეტერან პორტუგალიელს „იუნაიტედის“ დატოვება და ისეთ გუნდში გადასვლა სურდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

ჟორჟე მენდეშმა რონალდუ „ჩელსის“, „ბაიერნს“, „პარი სენ ჟერმენს“ და „ატლეტიკოს“ შესთავაზა, თუმცა ოთხივე კლუბმა უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა კრიშტიანუ ზამთარში „ჩელსიში“ გადაბარგდეს, რადგან იქ ტომას ტუხელი აღარ იმყოფება. მისი ტრანსფერის დაბლოკვის მთავარი ინიციატორი კი გერმანელი სპეციალისტი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო მატჩის შემდეგ: ვულოცავ ნაპოლის დაუმსახურებელ გამარჯვებას
მოურინიო მატჩის შემდეგ: ვულოცავ ნაპოლის დაუმსახურებელ გამარჯვებას