ჩელსი, მილანი
Aa
Aa

ჩელსის მიუახლოვდა - ლეაოს მილანთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა სპორტულ მედიაში საინტერესო სიახლეები ვრცელდება. დიდი ხანია რაფაელ ლეაოს არაერთი ევროპული გრანდი უმიზნებს და „მილანის“ ქომაგები ნერვიულობენ.

პორტუგალიელ გარემარბს „როსონერისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება და ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს, იტალიელი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ახალ ამბავს გვამცნობს. მისი თქმით, ლეაოს „მილანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და მზად არის „ჩელსის“ წინადადება მოისმინოს. დი მარციო იმასაც წერს, რომ „არისტოკრატების“ რაფაელს ოქტომბრის დასაწყისიდან ეკონტაქტებიან და მოლაპარაკება დასკვნით ფაზაში შედის.

ასევე გეტყვით, რამდენიმე დღის წინ, ავტორიტეტულმა გამოცემა GOAL-მა დაწერა, რომ ლეაოსთვის ბრძოლაში „ლივერპულიც“ ჩაერთო და მისი გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი „მილანს“ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ლეაომ „როსონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 128-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვირის საუკეთესო მომენტი - ავსტრალიაში დარცმელიას დარტყმა გამოარჩიეს
კვირის საუკეთესო მომენტი - ავსტრალიაში დარცმელიას დარტყმა გამოარჩიეს