„არ მინდა მოურინიოს სიტყვებზე საუბარი“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „რომა“ მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე, ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ დამრიგებელმა, ლუჩიანო სპალეტიმ განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა სპალეტიმ:
ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონები გავხდებით. ჩემპიონი ივნისში გამოვლინდება და ამ პერიოდამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი. სასიამოვნოა, რომ გუნდმა ასეთი რთული მატჩი მოიგო ზედმეტი ექსესების გარეშე. მნიშვნელოვანი თამაში იყო დიდი ინტრიგით.
გვქონდა შეცდომები, რომლებიც რომას შეეძლო უკეთ გამოეყენებინა, მაგრამ საბედინეროს ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა.
არ მინდა მოურინიოს სიტყვებზე პასუხის გაცემა.
ზედიზედ 11 თამაშის მოგება დიდ სიგნალს გვაძლევს, რომ შემდეგი პერიოდი უფრო რთული იქნება. ეს შედეგები უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვაძლევს. ჩვენი გამარჯვებები მეტოქეებსაც აძლიერებს და უფრო დიდი მოტივაციით გვეთამაშებიან. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ. წინ ბევრი რთული თამაში გველის.
11 ტურის შემდეგ „რომა“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „ნაპოლი“ კი 29 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება.