მოურინიო მატჩის შემდეგ: ვულოცავ ნაპოლის დაუმსახურებელ გამარჯვებას
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „რომა“ მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე, ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა მოურინიომ:
ვულოცავ ნაპოლის დაუმსახურებელ გამარჯვებას. არ მინდა მსაჯობაზე საუბარი. ირატი გაწონასწორებული პიროვნებაა, მაგრამ დღეს იყო რაღაცეები, რაც არ მომეწონა. არ მინდა კრიტიკული ვიყო, მაგრამ ირატის შესანიშნავი თამაში არ ჰქონია.
რთული მატჩი იყო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. შეგვეძლო დასკვნით მომენტებში უფრო ზუსტები ვყოფილიყავით.
ბევრი პრობლემა გვქონდა. რთულია კარგად თამაში, როცა ნახევარი გუნდი ტრავმირებული გყავს. თუმცა, ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის. უსამართლობის განცდა მაქვს. საბოლოოდ იმან მოიგო, ვინც გოლი გაიტანა. ვფიქრობ, რომ იმ პოტენციალით და რესურსით, რაც გვქონდა, მაინც კარგი მატჩი ჩავატარეთ. ჩემს გუნდში 2-3 ტრავმა უკვე პრობლემაა, უფრო მეტი კი კატასტროფა. სახლში მაინც დადებითი ემოციით მივდივარ მის გათვალისწინებით, რომ წაგებული დაბრუნება არ მიყვარს.
11 ტურის შემდეგ „რომა“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „ნაპოლი“ კი 29 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება.