23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: გოგა ჩხეიძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა!
ალბანეთში მიმდინარე იუნიორ და 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი ოქროს მედლები მოიპოვა.
23-წლამდელებს შორის, 102 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძემ 3 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ატაცში 161 და 165 კილოგრამები დაძლია, რითაც პირველი ოქრო აიღო, აკვრაში კი 194, 205 და 216 კილოგრამების დაძლევით, მეორე ოქრო დაისაკუთრა. ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში 381 კგ. დააფიქსირა და აქაც, პირველობა და ოქროს მედალი არავის დაუთმო.
ჩხეიძემ ოქროს მედლებთან ერთად ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო. ძალოსანმა 23 წლამდელების სარეკორდო ზღვარი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.