იპონი 43 წამში - ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია
აბუ დაბის გრანდ სლემზე დღეს ქართულ დელეგაციას 2 ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს, რომელთაგან პირველი ბექა ღვინიაშვილმა უკვე მოიპოვა.
ბექამ 90 კგ კატეგორიაში ჯერ ნახევარფინალში სერბი ნემანია მაჟდოვი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა, ფინალში კი ფრან ლორის ტასიეს 43 წამში შემობჭვითა და მოპოვებული იპონით მარტივად სძლია და ქართულ დელეგაციას აბუ დაბიში მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ +78 კგ კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა კარიერაში პირველად შეძლო და ამ დონის ტურნირის ფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე ჩინელი ხინ სუ იქნება.
ამ მომენტისთვის აბუ დაბის გრანდ სლემზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. ღვინიაშვილის გარდა ოქროს 19 წლის გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.