ყაზახეთის ჩემპიონატი: 3 ქართული გოლი 1 მატჩში
ყაზახეთში ადგილობრივი პრემიერ ლიგის 24-ე ტურში „აკჟაიკი“ „კიზილჟარს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. სასიამოვნოა, რომ გატანილი ოთხი გოლიდან სამი ქართველმა ლეგიონერებმა გაიტანეს.
მე-11 წუთზე თომა ბახტაძემ „აკჟაიკი“ წინ გაიყვანა. 22-ე წუთზე კი ლუკა იმნაძემ ანგარიში 2:0 გახადა.
33-ე წუთზე სტუმართა რიგებიდან ანგარიში ელგუჯა ლობჯანიძემ შეამცირა. ამ უკანასკნელმა შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.
მასპინძელთა რიგებში იმნაძემ ასევე 90 წუთი ითამაშა, ხოლო ტაბატაძე 77-ე წუთზე შეცვალეს.
აქვე გეტყვით, რომ ყაზახეთის პრემიერ ლიგაში „აკჟაიკი“ 24 წულით მე-14 ადგილზე იმყოფება. „კიზილჟარი“ კი 37 ქულით მე-11 პოზიციაზეა.