აბუ დაბის გრანდ სლემი: ბექა ღვინიაშვილი ფინალშია
აბუ დაბის გრანდ სლემზე დღეს ქართულ დელეგაციას 2 ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. +78 კგ კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა კარიერაში პირველად შეძლო და ამ დონის ტურნირის ფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე ჩინელი ხინ სუ იქნება.
ვაჟთა შორის კი 90 კგ კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა სერბი ნემანია მაჟდოვი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა, ფინალში კი ფრან ლორის ტასიეს დაუპირისპირდება.
ამ მომენტისთვის აბუ დაბის გრანდ სლემზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. ოქროს 19 წლის გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.