სოფიო სომხიშვილი
Aa
Aa

აბუ დაბის გრანდ სლემი: სოფიო სომხიშვილი ფინალშია

აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს 6 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, რომელთაგან მედლებისთვის ბრძოლა ორმა მათგანმა გააგრძელა - ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78).

სომხიშვილლმა ნახევარფინალში პორტუგალიელი ნუნიესი ვაზარით დაამარცხა და კარიერაში პირველად შეძლო გრანდ სლემის ტურნირის ფინალში გასვლა.

რაც შეეხება ბექა ღვინიაშვილს, მან მეოთხედფინალში ბერძენი თეოდოროს ცელიდისი იპონით დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.

ამ მომენტისთვის აბუ დაბის გრანდ სლემზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. ოქროს 19 წლის გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Sun: სიტის კვარაცხელიას ტრანსფერში ქინქლაძის იმედი აქვს
The Sun: სიტის კვარაცხელიას ტრანსფერში ქინქლაძის იმედი აქვს