დილა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, თბილისის დინამო
Aa
Aa

დრამატული მატჩი გორში - თბილისის დინამოს მნიშვნელოვანი გამარჯვება

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში გორის „დილამ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. მატჩი უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში 3:2 მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა.

ანგარიში 35-ე წუთზე ლეგიონერმა გომისმა გახსნა და „დილა“ დააწინაურა. 43- წუთზე, ჭიაბრიშვილმა ერთდროულად სამი ცვლილება განახორციელა. მინდორზე მოისწრაფიშვილი, მაისურაძე და იმრანი გამოჩნდნენ. შესაბამისად, სტადიონი კალანდაძემ, ოსიკმაშვილმა და ოსეიმ დატოვეს. პირველი ტაიმის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „დინამომ“ ანგარიში გაათანაბრა. თავი კამარამ გამოიჩინა.

მეორე ტაიმიც საკმაოდ მხიარული გამოდგა. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. 75-ე წუთზე კობოურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დაწინაურდნენ. მეტიც, 89-ე წუთზე „დილა“ პენალტსაც ურტყამდა, მაგრამ ვანდერსონმა ვერ გაიტანა და ამის გამო გორელები დაისაჯნენ.

92-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა გაისროლა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო ზუსტად 2 წუთში იმრანმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და თბილისის „დინამოს“ ლიდერობა შეუნარჩუნა. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჭიაბრიშვილს გუნდს 69 ქულა აქვს, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ ბათუმის „დინამოს“ 67.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
U16: საქართველომ მონტენეგროს მეორე შეხვედრაც მოუგო
U16: საქართველომ მონტენეგროს მეორე შეხვედრაც მოუგო