1 კაცის შოუ - ალჯომ თი ჯეი დილაშოუს შანსი არ დაუტოვა
აბუდაბიში UFC 280-ის ღონისძიება გაიმართა. მეინ ქარდზე ერთმანეთს ვარსკვლავები დაუპირისპირდნენ. ალჯამეინ სტერლინგი თი ჯეი დილაშოუს წინააღმდეგ.
პირველივე რაუნდში „ალჯომ“ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დილაშოუმ მხარი ამოიგდო და ფაქტობრივად 1 ხელი უმოქმედო ჰქონდა. სტერლინგის უპირატესობა მეტწილად ამან გამოიწვია.
მთელი რაუნდის განმავლობაში თი ჯეი ოქტაგონზე იწვა, თავს იცავდა და ალჯო შეტევას არ აჩერებდა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დილაშოუმ ბრძოლის გაგრძელება მაინც ისურვა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ძალიან უჭირდა.
სიტუაცია არც მეორე რაუნდში შეიცვალა და კოლოსალურ უპირატესობას სტერლინგი ფლობდა. ცნობისთვის, ამ გამარჯვებით „ალჯომ“ სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.