პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

UFC 280 - შონ ო`მალიმ პიოტრ იანი დაამარცხა

აბუდაბიში UFC 280-ის ღონისძიება გაიმართა. მეინ ქარდზე ერთმანეთს ვარსკვლავები დაუპირისპირდნენ. პიოტრ იანი შონ ო’მალის წინააღმდეგ. საბოლოოდ გამარჯვება ო'მალის დარჩა.

პირველი რაუნდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. იგივე შეიძლება ითქვას მეორე რაუნდზე, სადაც ჯერ შონმა ბრწყინვალე დარტყმით კინაღამ რუსი მოწინააღმდეგე გათიშა, ხოლო შემდეგ პიოტრმა ზუსტად იგივე გაიმეორა და ო’მალი ნოკაუტს გადარჩა.

მესამე რაუნდში მებრძოლებმა ტემპს მოუმატეს და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შეიქმნა. უფრო მეტ უპირატესობას ო’მალი ფლობდა. მეტიც, იანის სახე ნახევრად სისხლიანი იყო. საბოლოოდ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით შონ ო’მალიმ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს მედალი აიღო - ელბაქიძე მსოფლიოს ჩემპიონია
ოქროს მედალი აიღო - ელბაქიძე მსოფლიოს ჩემპიონია