ვლადიმერ გამყრელიძე
Aa
Aa

მეორე ოქრო ესპანეთიდან - გამყრელიძე მსოფლიოს ჩემპიონია

ესპანეთში, ქალაქ პონტევედრაში 23-წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციის მხრიდან, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძე(79კგ) ფინალში გავიდა, სადაც ყაზახი დაულეტ იერგეშის წინააღმდეგ იასპარეზა.

ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ყაზახი მოჭიდავე პასიურობდა და პირველი ქულა გამყრელიძემ სწორედ ასე მოიპოვა. ბუნებრივია, უფრო აქტიური ქართველი ფალავანი იყო, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. იერგეშიმ აქტიურობა ბოლო 1 წუთში გადაწყვიტა და 2 ქულაც მოიპოვა, მაგრამ დრო აღარ ეყო და დამარცხდა. ვლადიმერმა 5:3 მოიგო.

ცნობისთვის, ვლადიმერ გამყრელიძე კვალიფიკაციაში შვეიცარიელი ტანგუი დარბელაის ძლევით 1/8-ფინალში გავიდა (14:7). გამყრელიძემ სომეხ ავაგიანს მძიმე ბრძოლაში აჯობა (7:5). აშშ-ს წარმომადგენელ ბონდარის დამარცხებით ქართველი ფალავანი 1/2-ფინალში გავიდა. აქ კი ბერძენ გეორგიოს  კუგიმიცდისს აჯობა.

ასევე გეტყვით, ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი ოქროს მედალი 70 კგ კატეგორიაში გიორგი ელბაქიძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ამირმოჰამედ ბაბაკი 8:4 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt: “რეალი, სიტი და პსჟ კვარაცხელიას რიგში“
Transfermarkt: “რეალი, სიტი და პსჟ კვარაცხელიას რიგში“