გიორგი ელბაქიძე
Aa
Aa

ოქროს მედალი აიღო - ელბაქიძე მსოფლიოს ჩემპიონია

ესპანეთში, ქალაქ პონტევედრაში 23-წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციის მხრიდან, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ელბაქიძე(70კგ) ფინალში გავიდა, სადაც ამირმოჰამედ ბაბაკს დაუპირისპირდა.

საფინალო ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მცირე მონაკვეთის გარდა, აქტიური ქართველი ფალავანი იყო, რაც საბოლოო შედეგში აისახა. ელბაქიძემ 8:4 გაიმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ცნობისთვის, ელბაქიძემ ფინალამდე  შრილანკელი ლაჰირუ ვანაკუ ვატა ვადუგე, კანან ჰეიბატოვი და ოროზობეკ ტოკტომამბეტოვი დაამარცხა. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე მარტივად ვადა ვადუგეს გაუსწორდა. ქართველმა ფალავანმა შრილანკელს 22 წამში აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt: “რეალი, სიტი და პსჟ კვარაცხელიას რიგში“
Transfermarkt: “რეალი, სიტი და პსჟ კვარაცხელიას რიგში“