სპალეტი: “ხვიჩა არავის და არაფრის გავლენის ქვეშ არ არის“
სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გათამაშების ლიდერი „ნაპოლი“ სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ, ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა სპალეტიმ?
„უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რისი შესაძლებლობა გვაქვს. ანგისას ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებ. უნდა დავრწმუნდე, რომ ის სრულიად ჯანმრთელია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივცემ თამაშის უფლებას. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. გვინდა, რომ მოედანზე ჩვენი ხარისხი გამოვავლინოთ და ჯერჯერობით ამას წარმატებით ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში.
კვარაცხელიას მართვა? როდესაც რაღაცის თქმას დავაპირებ თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ მის წინააღმდეგ ვარ. ხვიჩა არავის და არაფრის გავლენის ქვეშ არ არის. ის განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ძლიერია და მზადაა გაუმკლავდეს ყველა იმ სირთულეს, რომელიც მის გარშემო წარმოიქმნება. მას პენალტის დარტყმის შესახებ ვკითხე და ძალიან მტკიცედ მიპასუხა: „რატომაც არა?“ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია.
ჟოზე მოურინიო სუპერ მწვრთნელია. ჩვენ მეგობრები ვართ და მასთან დაპირისპირება ყოველთვის მიყვარს. ეს ძალზედ სასიამოვნოა. პორტუგალიელი გამუდმებით გამარჯვებისკენ არის მომართული და ამისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში გულშემატკივრები საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ. რომი ძალიან მიყვარს.“
შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს. რაც შეეხება „რომას“, „ჯალოროსი“ 22 ქულით მეოთხე ადგილზეა და მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.
ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 23 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.