ბასილაშვილი: რთული პერიოდი გამოვიარე, ორი წელია ბავშვთან ურთიერთობა არ მქონია
21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პროცესი დაასრულა და ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
ქართველმა ჩოგბურთელმა სასამართლო პროცესის შემდეგ პრესასთან ისაუბრა:
„ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო ორი წელია და მინდა ამ გაციებული ურთიერთობების გამოსწორება მინდა და ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ეს.
მე, როგორც თავიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა და ჩემთვის ბავშვი არის მთავარი.
მე გახარებული ვარ ამ სამართლიანი გადაწყვეტილებით. ზოგადად რთული პერიოდი გამოვიარე ჩემთვის ეს ამდენი ბრალდება რთული ასატანი იყო. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დასრულდა და ახლა ესაა პრიორიტეტული, ამის შემდეგ კი კარიერა“.
- ციტირებს ბასილაშვილის სიტყვებს rustavi2.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.