სასამართლოს შემდეგ - ბასილაშვილი კორტზე ბრუნდება და ვენაში ითამაშებს
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ თბილისში სასამართლო გაიმართა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულიად უდანაშაულოა. ქართველ ჩოგბურთელს ყოფილ მეუღლეზე ნელი დოროყაშვილზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ედებოდა ბრალად.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბასილაშვილი ჩოგბურთს უბრუნდება. სულ ცოტა ხნის წინ, ვენის ღია პირველობის 500 ქულიანი კატეგორიის ტურნირს კენჭისყრა გაიმართა და დადგინდა, რომ ნიკოლოზი პირველ წრეში დანილ მედვედევის წინააღმდეგ იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ბოლო 9 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 მოიგო და ისიც იმიტომ, რომ მოწინააღმდეგემ ტრავმა მიიღო და დანებდა.
ასევე გეტყვით, ბასილაშვილს და მედვედევს კარიერაში ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ და ეს მათი პირველი დაპირისპირებაა, რომელიც 24 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 12:00-დან დაიწყება.