მარიამ მურღვლიანი
Aa
Aa

ძალოსნობა - მარიამ მურღვლიანი ევროპის პრიზიორია

მარიამ მურღვლიანი ევროპის პრიზიორია! ძალოსანმა ატაცის ვერცხლი და ორჭიდის ბრინჯაო მოიპოვა.

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მარიამ მურღვლიანმა (81 კგ.)  ორი მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 87/91/94 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. მურღვლიანმა აკვრაში თავი 107 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა , ხოლო ორჭიდში მოგროვილი 201 კილოგრამით კონტინენტის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები