ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა
Aa
Aa

გაძეტა: „მარადონა ვერასდროს გახდება, მაგრამ შეუძლია 10 ნომრით ითამაშოს“

სერია ა-ს მე-11 ტურში ჟოზე მოურინიოს „რომა“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ ჩემპიონატის ლიდერს, ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. აღნიშნულ გუნდებთან დაკავშირებით „გაზეტამ“ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, ავტორიტეტული გამოცემა მიიჩნევს, რომ ხვიჩას შეუძლია დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურით ითამაშოს.

„ნაპოლიმ“ სტადიონს მარადონას სახელი უწოდა, მის მიმართ პატივისცემის ნიშნად ნეაპოლურმა კლუბმა დიეგოს 10-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო. ანალოგიური რამ მოხდა რომში, როცა ფრანჩესკო ტოტიმ კარიერა დაასრულა, მის მიმართ პატივისცემის ნიშნად 10-ნომრიანი მაისური „რომაში“ არავის აცვია. რამდენიმე წლის წინ ტოტიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა: 

„არ მსურს, ბავშვებს ოცნება წავართვა, ისინი ხომ 10-ნომრიან მაისურზე ოცნებობენ, თუმცა ისიც ვიცი, რომ ამ მაისურით თამაში ძალიან რთული იქნება. თუ ტოტი ან მესი გამოჩნდება, ყველაფერი შესაძლებელია“.

„ნაპოლიში“ გამოჩნდა მოთამაშე, რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, 10-ნომრიან მაისურზე პრეტენზია ჰქონდეს. ის ახლა 77-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ვგულისხმობთ, ხვიჩა კვარაცხელიას, საოცარი ტექნიკის მქონე გარემარბს. მარადონა ვერასდროს გახდება, მაგრამ შეუძლია 10-ნომრიანი მაისური ჩაიცვას. ვფიქრობთ, ტოტი მართალია, როცა შემდეგს ამბობდა: „არ შეიძლება, ნომერი ვინმეს სამუდამოდ მივაკუთვნოთ“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველა ტურში ითამაშა, 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა.

სერია ა-ს მე-11 ტურში „რომასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 23 ოქტომბერს გაიმართება, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეიმარს ჰგავს“ - ფონსეკამ და მოდუნიომ ხვიჩაზე ისაუბრეს
„ნეიმარს ჰგავს“ - ფონსეკამ და მოდუნიომ ხვიჩაზე ისაუბრეს